fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ჩამომახრჩვეთ ქალაქის ცენტრში, ეს მაგალითი იქნება” – 28 წლის აგელიკის მამის მოთხოვნა

როცა მიხვდა, რომ კვდებოდა, მას უთხრა: “მამა მივდივარ, ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩამეხუტო,” ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.

შვილის მკვლელი მამა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. თუმცა, ერთი რამ ცხადია, შედეგს აანალიზებს. მამაკაცი კერკირაზე, ქალაქის ცენტრში ხალხის თვალწინ ჩამოხრჩობას ითხოვს:

“თავს კარგად არ ვგრძნობ. მას უნდა ეცოცხლა. ახლა კი, ვხვდები, რაც გავაკეთე. ვნანობ. ვითხოვ, ჩამომახრჩოთ ცენტრში, რადგან ეს მაგალითი იყოს სხვებისთვის. ეს მისი სულისთვის უნდა გააკეთოთ.

ის ახალი წლის წინა ღამით მარტო მოვიდა, რათა მოელოცა. მომზადებული გვქონდა ფახლავა, ვჭამეთ კურაბიედები და ოჯახზე ვსაუბრობდით. მაგრამ რაღაც მომენტში ტელეფონი აიღო და ნორმალურად აღარ მელაპარაკებოდა. მინდოდა სახლში ყოფილიყო, რადგან 1 წელი წასული იყო. მე ვუთხარი, რომ ტელეფონი დაედო და როცა საუბარს დავასრულებდით, შემდეგ აეღო, რომ პრობლემა არ მქონდა.”

როგორც მამაკაცი ამბობს, გოგონა ამ დროს “აფეთქდა” და მამას უთხრა, რომ იმას გააკეთებდა, რაც უნდოდა. ყვიროდა და სკამებს ისროდა.

შემდეგ რაღაც მომენტში უთო ჩავარტყი და ფანჯრიდან გადავარდა. მეც გადავყევი. მივხვდი, რომ ის მკვდარი იყო, ჩავეხუტე და ვეუბნებოდი, რომ მასთან ერთად წავიდოდი. შემდეგ კი პანიკაში ჩავვარდი და ცხოველებისთვის, რომ არ დამეტოვებინა, ეზოში დავმარხე.

მისი შეყვარებულის შესახებ არაფერი ვიცოდი. ახლახანს გავიგე. რაღაცები მქონდა გაგონილი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, თუ სად იყო და ვისთან ერთად დადიოდა. ის ყველაფერში მეხმარებოდა, ძალიან ძლიერი გოგო იყო,” ამბობს 52 წლის მამაკაცი.

onalem

ტესტ