fbpx
საზოგადოება

ათენის აეროპორტში მისი რეისი გადადეს, მგზავრმა კი კომპანიას ფული გადაახდევინა

ბერძენი მამაკაცი ათენიდან კოზანში საქმიანი შეხვედრებისთვის უნდა გაფრენილიყო. ის აეროპორტში შესაბამის დროს მივიდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მისი ფრენა გადადეს.

თვითმფრინავში არსებული პრობლემის გამო, ბოინგმა ფრენის განხორციელება ვერ შეძლო. ერთის მხრივ, ეს უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო მოხდა, თუმცა, მეორეს მხრივ, მამაკაცს ჩაეშალა ყველა შეხვედრა, რომელიც მისი პროფესიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

მისი რეისი 5 საათის დაგვიანებით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. მან კი გადაწყვიტა ავიაკომპანიისთვის პასუხი მოეთხოვა.

მამაკაცმა მიმართა მომხმარებელთა/ კლიენტთა ომბუდსმენს და კომპანიას, კომპენსაციის სახით, თანხა მოსთხოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპენსაციის რაოდენობა რეისის მანძილის შესაბამისად გამოითვლება, მას 250 ევრო გადაუხადეს, რადგან კოზანამდე თვითმფრინავს 1500 კმ უნდა დაეფარა.

შეგახსენებთ, რომ კომპენსაციით მოთხოვნა ნებისმიერი მგზავრის კანონიერი უფლებაა.

 

onalem

ტესტ