fbpx
საზოგადოება

“არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს ერთგვარი კონტრაქტი, რომელიც შესრულდა სხვისი ხელით ” – ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრასი

34 წლის იოანა პაპასპირუს ადვოკატმა, აპოსტოლოს ლიტრასმა, ტელევიზიასთან უკანასკნელი საუბრისას განაცხადა, რომ იოანას არ დაუსახელებია არავის ვინაობა და არ ჰყავს ეჭვმიტანილი. ამრიგად, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მჟავით თავდასხმის მსხვერპლ ქალს კონკრეტულ პირზე ჰქონდა ეჭვი, სიმართლეს არ შეესაბამება.

“მან მითხრა, რომ არავისთან ჰქონია რაიმე დაპირისპირება და უთანხმოება. ვერ ვიღებთ ვერანაირ ინფორმაციას ვერც მისი დედ-მამის ან ძმისგან. ისინი ამბობენ, რომ იოანას არასოდეს უხსენებია მსუბუქი პრობლემის არსებობის შესახებაც კი.

ვფიქრობ, რომ პოლიცია საქმეს კარგად აკეთებს. ხალხი დაიკითხა მისი პროფესიული გარემოცვიდანაც და რამდენიმე მეგობარიც. 

არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს კონტრაქტი (შეკვეთილი საქმე),  რომელიც ქალის ხელით შესრულდა. ეს მე არ გამიკვირდება,”ამბობს ლიტრასი.

როგორც საბერძნეთის პოლიციელთა კავშირის პრეზიდენტი, სტავროს ბალასკასი აცხადებს, ერთი შეხედვით, ეს საქმე იოლი ჩანს, ვინაიდან ტერიტორიაზე არსებობს უამრავი კამერა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი არც თუ ისე მარტივია. მიუხედავად ყველაფრისა, გამოძიება ყველაფერს ბოლომდე ჩაჰყვება და დეტალებს გამოიძიებს.

იოანა პაპასპირუ გამორიცხავს, რომ სასტიკი თავსხმა მის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდეს. გოგონას სახეზე კანი მთლიანად აქვს დამწვარი და განსაკუთრებით დაზიანებულია მარცხენა მხარე.

ექიმების თქმით, მისი პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია.

onalem

ტესტ