fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი კაცი, რომელიც თავისი ტავერნის მთელ შემოსავალს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავს

გუშინ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა საერთაშორისო დღე იყო და ამ დღეს საბერძნეთში, კერძოდ, კავალაში მდებარე ტავერნის მფლობელმა უპრეცენდენტოდ ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო. იანის სარისმა განაცხადა, რომ მთელ შემოსავალს, რომელსაც მისი ტავერნა ორშაბათ დღეს მიიღებს, მთლიანად გადაურიცხავს კავალას სიმსივნესთან ბრძოლის ცენტრს.

კერძოდ, სარისის შემოთავაზება გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც 18 თებერვალს, ორშაბათ დღეს ტავერნაში კერძების მისართმევად მივა, მათ მიერ გადახდილი თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსოფლიოში სიმსივნით დაავადებული 300.000 ბავშვია, რომელთაგან 80% საშუალო ან ღარიბი ფენის წარმომადგენლია.

რაც შეეხება საბერძნეთს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 300-ს უდრის, საიდანაც 70% ლეიკემია აქვს და ისინი მკურნალობას ექვემდებარება.

რაც შეეხება, საბერძნეთში უცხოელი მიგრანტი ბავშვების ჯანმრთელობას, მდგომარეობა ამ მხრივ გაცილებით მძიმეა, თუმცა, ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდება.

 

 

onalem

ტესტ