fbpx
საზოგადოება

ბერძენი გოგონა ქმრის საპოვნელად შოუში მივიდა, მაგრამ შოუ მისმა ბებიამ “მოიპარა”

ბერძენ-ავსტრალიელი მართა კალიფატიდისი რეალით შოუში მივიდა, რათა მომავალი მეუღლე ეპოვნა. შოუს სახელია Married At First Sight, ანუ ერთი ნახვით ქორწინება. შოუს დასაწყისში მართამ თქვა, რომ ის დიდი ბერძნული ოჯახიდან არის და სურს, ზუსტად ისე დაქორწინდეს, როგორც მისი ბერძენი ბებია-ბაბუა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის, რომ მაყურებელთა მთელი ყურადღება მის აქტიურ ბებიაზე გადავიდა.

მისი “იაია” და “პაპუ” გარიგებით დაქორწინდნენ, რასაც საბერძნეთში “პროქსენიოს” უწოდებენ.

“მე ვფიქრობ, რომ ამ შოუს გზით დაქორწინება ზუსტად იგივე სახის იქნებოდა, როგორიც ჩემს ბებია-ბაბუას ჰქონდა, რადგან ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებით (გარიგებით) ქორწინება. შეიძლება მათ არ უყვარდათ ერთმანეთი დასაწყისში, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უპირობოდ არიან ერთმანეთზე შეყვარებული. ამ ექსპერიმენტით კი იმედი მაქვს, რომ მეც ასე ვიქნები,” ამბობს მართა.

ბოლო ეპიზოდში გოგონამ ოჯახს უთხრა, რომ ქორწინდებოდა, ხოლო პირველი ვისაც ამის შესახებ რეაქცია ჰქონდა, სწორედ მისი ბებია იყო. მან ხმამაღლა, ბერძნულად იყვირა: “ვინ არის ის? მუსლიმია, თურქი, იტალიელი თუ ბერძენი?”

მართამ აუხსნა, რომ ქმარს მხოლოდ ქორწილის დღეს შეხვდებოდა. ამის შემდეგ კი “იაიამ” ჯვარი გადასახა და უთხრა” “ახლა, რომც მოვკვდე, არ მადარდებს, რადგან საქორწინო კაბაში გნახე.”

30 წლის ბერძენმა გოგონამ 27 წლის იტალიელზე იქორწინა და შოუ გრძელდება, რათა ვნახოთ, გაამართლებს თუ არა მათი გარიგებით ქორწინება და მართლაც შეუყვარდებათ თუ არა ერთმანეთი, “იაიასა” და “პაპუს” მსგავსად.

 

onalem

ტესტ