fbpx
საზოგადოება

ბერძნული გემიდან გაუჩინარებული ქართველი და ბერძენი ბიჭების ბედი ამ დრომდე გაურკვეველია

მას შემდეგ, რაც ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემიდან ქართველი და ბერძენი ბიჭები გაუჩინარდნენ, მათი მშობლები სრულ გაურკვევლობაში არიან. მეკობრეთა თავდასხმა მათი გატაცებით დასრულდა და ამ დრომდე საბერძნეთი მათ კვალზე ვერ გადის.

როგორც უკვე ცნობილია, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის, ტოგოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ბერძენი მეზღვაურის, დიმიტრის მამა ყველაფერს აკეთებს შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, თუმცა, ამაოდ.

ასევე უცნობია, თუ რა ბედი ეწიათ საქართველოს ერთ და ფილიპინების ორ მოქალაქეს, რომლებიც ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ტყვეობაში იმყოფებიან და მეკობრეები მათ ოჯახებს არ უკავშირდებიან.

კომპანია კი, რომელიც აღნიშნულ გემს ფლობს, იტყობინება, რომ მაქსიმალური ძალებით ცდილობენ გატაცებულების უვნებლად დაბრუნებას, თუმცა, ვინაიდან გამტაცებლები კონტაქტზე არ გამოდიან, ყველა გზა მოჭრილია. ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მეკობრეთა მიზანი მხოლოდ ფინანსებს ეხება და თითოეული მათგანი ცოცხალია.

onalem

ტესტ