fbpx
საზოგადოება

გიორგოს ლიაგამ გოგონას დაცინვისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადა

დიდი გამოხმაურება მოჰყვა გიორგოს ლიაგას გადაცემაში თესალონიკის უნივერსიტეტის სტუდენტის დაცინვას, რომელსაც ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მამაკაცი სექსუალურად ავიწროვებდა. ლიაგას  და მისი კოლეგების ქცევა ქალთა უფლებების დამცველებმა დაგმეს და მოითხოვეს, ბოდიში მოეხადა.

ლიაგა ასეც მოიქცა და თქვა, რომ ბოდიშის მოხდა ადამიანური მომენტია და ის მიღებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს გულწრფელია.

შეგახსენებთ, რომ თესალონიკში მომხდარი ინციდენტი გიორგოს ლიაგას გადაცემაში რამდენიმე დღის წინ განიხილეს და კოლეგებმა საკმაოდ არაადეკვატური რეაქცია გამოავლინეს.

onalem

ტესტ