ნატასა თეოდორიდუ მხარს უჭერს გიორგოს პაპადოპულოს ნოტის სფაკიანაკისთან დაპირისპირებაში
გუშინ, გიორგოს პაპადოპულოსმა ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა სოციალური მედიაში, სადაც აღნიშნა, რომ იგი ტოვებს ბენდს, რომლის წევრები პაოლა და ნოტის სფაკიანაკი არიან. მომღერალმა ნოტის სფაკიანაკი ხმამაღლა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან ბოლო მომენტში პროგრამის მეორე ნაწილი ამოჭრა.
ნატასა თეოდორიდუმ, რომელთანაც პაპადოპულოს დიდი ხნის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა აკავშრებს, მხარი დაუჭირა თავის მეგობარს და სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: “ჩემო ძვირფასო მეგობარო, გიორგოს. შენ ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში, ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი ხარ. ეს არის შენი პასუხი, შენ სწორად მოიქეცი. გახსოვდეს, რომ ყველგან და ყოველთვის მე შენს გვერდით ვარ. ძალიან მიყვარხარ”.