fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ: ხვალ ომონიის მეტროსადგური დაკეტილი იქნება!

ხვალ საბერძნეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა იქნება. ათენში, სინდაღმის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია მაკედონიასთან დაკავშირებული აქცია, რომელზეც ათასობით ადამიანს ელიან. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ მრავალ პრობლემას გამოიწვევს გადაადგილებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რა არის საყურადღებო ემიგრანტებისთვის ხვალინდელ დღეს?!

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აქციის გასაკონტროლებლად მობილიზებული იქნება მინიმუმ 2000 პოლიციელი. გარდა ამისა, ვერტმფრენები, დრონები და ა.შ., რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი გართულებები.

ასევე, დილის 10:00 საათიდან დაკეტილი იქნება მეტროსადგურები: ომონია, სინდაღმა, პანეპისტიმიო. საყურადღებოა, რომ ემიგრანტებმა, რომლებიც ომონიის მოედანზე აქტიურად გადაადგილდებიან, ისარგებლონ სხვა სახის ტრანსპორტით.

კრიტიკული ადგილები და სამთავრობო შენობების მიმდებარე გზები სრულიად გადაიკეტება, 24 საათის მანძილზე.

საგზაო პოლიცია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს შემდეგ გამზირებზე:

ვასილისის სოფია

კატეხაკი

მესოგიონი

ვასილისის კონსტანტინუ

კიფისია

მიხალოკოპულო

ფილიპიდუ, რიგილის.

ცხადია, ავტობუსები შეცვლიან მოძრაობის მარშრუტს და გადაკეტილ გზებს გვერდს აუქცევენ. ისინი იმუშავებენ ჩვეული კვირა დღის გრაფიკით, თუმცა, სავარაუდოდ, იმოძრავებენ შიდა გზებით.

onalem

ტესტ