fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ფოსტის თანამშრომელმა თანხა მონასტრის შესაწირისთვის მოიპარა

საბერძნეთის ფოსტის ELTA-ს თანამშრომელმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ღმერთის როლი შეესრულებინა. სხვა ვერაფერს ვივარაუდებთ, რადგან მან თანხა იმისთვის მოიპარა, რომ ერთ-ერთი მონასტრისთვის შეეწირა. ეს ყველაფერი კუნძულ ლესვოსზე ხდება.

კერძოდ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაქირავებული კონვერტებს ხსნიდა და ამ გზით დიდი რაოდენობით თანხები მიითვისა, დაახლოებით 40,000 ევრო, ნაღდი ფულის სახით. ის ამ საქმიანობით 2013 წლიდან იყო დაკავებული.

მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ბრალად ედება თანხის გაფლანგვა და კონფიდენციალობის წესების დარღვევა.

onalem

ტესტ