fbpx
საზოგადოება

“როცა მთებში დაკარგულებს ვეძებდი, ეს არ გაგიშუქებიათ და ახლა საუბრობთ ჩემზე?!” – ვასილის ხიტოს

ბერძნული მედია აქტიურად ალაპარაკდა ცნობილ ბიზნესმენზე, მინერალური წყლის კომპანიის, “ზაგორის” ვიცე-პრეზიდენტზე, რომელმაც კუნძულ მიკონოსზე საკუთარი თვითმფრინავი პირდაპირ ქვიშაში, შეზლონგების გვერდით დასვა. ვასილის ხიტოსმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი დიდი უსამართლობაა და ცდილობენ მისი სახელი ნეგატიურად წარმოაჩინონ. სინამდვილეში კი, არავის გაუმახვილებია ყურადღება იმ სიკეთეებზე, რომლებიც ბიზნესმენს სრულიად უანგაროდ აქვს გაკეთებული.

“ამ საკითხს იმხელა მასშტაბები მიეცა, თითქოს მთელი საბერძნეთის პრობლემა ის იყოს, რაც მიკონოზე ხდება. რაღაც არ მახსოვს, რომ იმავე დონეზე მიგექციათ ყურადღება როცა იპიროს მთებში დაკარგული ალპინისტების მოსაძებნად წავედი. იქ არ წასულა არცერთი საჯარო სამსახური, მე საკუთარი ხარჯებით წავედი და მთებში  ვეძებდი დაკარგულ ადამიანებს. დავტოვე ჩემი ოჯახი და დავდიოდი ხევებში, ადგილებში, სადაც ΕΜΑΚ-იც არ მივიდა,” აცხადებს ხიტოსი.

შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენის მსგავს პირობებში დასმა საფრთხეს უქმნიდა სანაპიროზე და იქვე არსებულ ბარში მყოფ ადამიანებს.

onalem

ტესტ