fbpx
საბერძნეთი

ხვალ ურთულესი დღე ათენში: ტრანსპორტის გაფიცვა და საპროტესტო აქცია

ხვალ, 10 ივნისს, ათენში უმძიმესი დღეა მოსალოდნელი. გართულებული იქნება გადაადგილება, ვინაიდან 24 საათიან გაფიცვას აცხადებს საჯარო ტრანსპორტის უმეტესობა, იმოძრავებენ მხოლოდ ავტობუსები, თუმცა, არა ჩვეულ რეჟიმში.

დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფონზეც, ცხადია, გადაკეტილი იქნება ცენტრალური ქუჩები და გზები და შესაბამისად, ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება.

ხვალ, 10 ივნისს, 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ:

ტროლეიბუსები

მეტრო

ტრამვაი

ელექტრო მატარებელი (ტრენო)

გემები

გარეუბნებში მოძრავი მატარებლები.

ავტობუსები იმუშავებენ მხოლოდ დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

ასევე იფიცებიან სამედიცინო სფეროს მუშაკები, ΕΚΑΒ-ის თანამშრომლები, სკოლის მასწავლებლები და უნივერსიტეტების ლექტორები.

საპროტესტო აქცია 11:00 საათისთვის კლავთმონოს მოედანზე დაიწყება.

onalem

ტესტ