fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს საგანგებო შეხვედრა დღეს: რა ზომები დარჩა მოსახსნელი?!

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში ექსპერტთა საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს. როგორც უკვე ცნობილია, ქვეყანაში მოსახსნელი დარჩა შემდეგი სამი ზომა: მუსიკა კაფეებსა და ტავერნებში, გადაადგილებაზე აკრძალვა, რომელიც 00:30 საათიდან მოქმედებს და ასევე, ადამიანების დასაშვები რაოდენობა ქორწილებსა და ნათლობებზე.

საბჭო სწორედ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებს და ეპიდმდგომარეობის შეფასების ფონზე, მიიღება ახალი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შემდეგ ნიკოს ხარდალიასი გამოაცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფთა 98.7% არ არის ვაქცინირებული, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა შესაძლოა სრულიად არ გვიცავს დაინფიცირებისგან, მაგრამ ეს ამცირებს სიკვდილიანობას და თავიდან გვარიდებს საავადმყოფოში მოხვედრას.

გუშინ კირიაკოს მიცოტაკიმ ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა სექტემბრიდან კაფეების მფლობელებმა თავიანთ დაწესებულებებში მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული კლიენტები დაუშვან.

ახალი ინფორმაცია, ზომების მოხსნის შესახებ, უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

onalem

ტესტ