fbpx
საბერძნეთი

რა ღირს ათენის ორგანიზებულ პლაჟებზე შესვლა – ნახეთ ფასები

ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები დადგა, რაც ნიშნავს, რომ სანაპიროები ახლა ერთადერთი გზაა ათენელებისთვის გასაგრილებლად.

წარმოგიდგენთ ფასებს, რომლებიც ათენის ორგანიზებული პლაჟების სტუმრობისას დაგხვდებათ და ისინი განსხვავდება იმისდა მიხედვით, ეწვევით სამუშაო დღეებში, თუ შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში.

“Ακτή του Ήλιου” – ალიმოს

ამ საკმაოდ კარგად ორგანიზებულ და სუფთა სანაპიროზე შესვლის ღირებულება 6 ევროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში ფასი 8 ევრომდე იწევს. ამას გარდა, მოგიწევთ, რომ ცალკე შეიძინოთ შეზლონგები (ქოლგასთან ერთად), რომ მცხუნვარე მზემ არ შეგაწუხოთ. შეზლონგების ღირებულება (თითო) 2 ევროა ორშ.-პარასკევამდე, ხოლო შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში 4 ევრო.

“Αστερας” – ვულიაღმენი

ამ სანაპიროზე ორი შეზლონგის (და ერთი ქოლგის) ღირებულება 50 ევროს შეადგენს, ბავშვებისთვის კი (4-12 წლამდე) 12.50 ევროს. შაბათ-კვირას აღნიშნული ფასი 80 ევრომდე იწევს. თუ გააკეთებთ ონლაინ ჯავშანს ამ შემთხვევაში ფასს გადაიხდით იმის მიხედვით, თუ რომელ ხაზში მდებარეობს შეზლონგები სანაპიროსთან, პირველში 80 ევრო ღირს, მეორეში 70 ევრო – ეს ყველაფერი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირისთვის შესაბამისად, 140-დან 160 ევრომდე.

“Varkiza Resort” – ვარკიზა

აქ შესვლის ღირებულება 6 ევროს უდრის, შეზლონგები კი უფასოა, შაბათ-კვირისთვის შეზლონგები 10 ევროს ღირებულებისაა, ხოლო შესვლის ფასი 7.20 ევრომდე იწევს.

“Ακτή Βουλιαγμένης” – ვულიაღმენი

შესვლის ფასი 7 ევროა ყოველდღიურად, თუმცა, ერთ-ერთი ნაწილი ამ სანაპიროზე არის Aκτή Gold, სადაც 40 ევრო ღირს ორი შეზლონგი და ერთი ქოლგა, ხოლო შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში 50.

“Λαγονήσι Grand Resort” – ლაგონისი

ორი შეზლონგისა და ერთი ქოლგის ღირებულება 30 ევროა, ხოლო შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში ეს ფასი 60 ევროს უდრის.

ვულიაღმენის ტბა

ეს ტბა არის მაგიური ადგილი, ზღვასთან ახლოს და თან განცალკევებით, ულამაზესი გარემო, კარგი შეზლონგები და განსხვავებული შთაბეჭდილება.

ტბაზე შესვლის ღირებულება 15 ევროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას 18 ევრო.

onalem

ტესტ