fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: თაღლითებმა ქალს 95.000 ევრო მოსთხოვეს შვილის ოპერაციისთვის, რომელიც არ ჰყავდა

ყველასთვის კარგად ცნობილია თაღლითური სქემების შესახებ, რომლებიც საბერძნეთში მოქმედებენ და ურეკავენ მოხუცებს თუ ახალგაზრდებს სხვადასხვა ტყუილების ფონზე, რათა თანხები გამოსძალონ. ყველაზე გავრცელებულია შვილების ჯანმრთელობით მანიპულირება, რაც მოხუცების შემთხვევაში ამართლებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად თაღლითები თავად აღმოჩნდნენ მოტყუებულები.

როგორც ირკვევა, მათ დაურეკეს ახალგაზრდა ქალს, რომელსაც უთხრეს, რომ მის შვილს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და დაუყოვნებლივ სჭირდებოდა ოპერაცია, რაშიც 95.000 ევრო უნდა გადაეხადა. სინამდვილეში კი, მათი დიდი შეცდომა ის იყო, რომ ქალს შვილები საერთოდ არ ჰყავს.

ჩანს, რომ ქალი მათ საუბარში აჰყვა და ეუბნებოდა, რომ საავადმყოფოში მივიდოდა თავად, რაზეც თვითმარქვია ექიმები ეუბნებოდნენ, რომ არ იყო საჭირო, მხოლოდ თანხა უნდა გადაეხადა. ის იმასაც აღნიშნავს, რომ თაღლითებიდან ერთ-ერთი საკმაოდ ცუდად საუბრობდა ბერძნულად.

საბოლოოდ, თაღლითური დაჯგუფება თავად აღმოჩნდა მოტყუებული.

onalem

ტესტ