fbpx
საბერძნეთი

რა არის მოსალოდნელი საბერძნეთში 10 დღის შემდეგ? – პროფესორთა პროგნოზი

არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანისმა მედიასთან ეპიდმდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რას მოელიან ექსპერტები უახლოეს მომავალში, ანუ მომდევნო 10 დღის მანძილზე.

სარიიანისის პროგნოზით კვირანახევარში საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაცილებით უნდა გაუმჯობესდეს. დაახლოებით 12 მარტისთვის ქვეყანაში მოსალოდნელია დეესკალაციის დაწყება, ატიკის რეგიონში კი, კიდევ უფრო ადრე.

“დაახლოებით 4 დღის შემდეგ დავიწყებთ კარანტინის შედეგების შემჩნევას, რაც შეეხება ატიკას, მომდევნო დღეებში შესაძლოა ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი გაიზარდოს, მაგრამ 12 მარტის შემდეგ აუცილებლად ვიხილავთ პანდემიის დეესკალაციას. 

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ახალი ზომები საკმარისია რამდენიმე ხანში გარკვეული შედეგების დასადებად, ყოველი შემთხვევისთვის, სიტუაციას მოვაქცევთ კონტროლის არეში,” აცხადებს სარიიანისი.

თუკი სიტუაცია პროფესორთა პროგნოზით მიხედვით განვითარდა, 16 მარტიდან შესაძლებელი იქნება ეკონომიკის უსაფრთხოდ ამუშავება.

onalem

ტესტ