fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სამუდამო პატიმრობა ქალს მამამთილის მკვლელობისთვის

55 წლის ქალს საბერძნეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა საკუთარი მამამთილის მკვლელობისთვის, რომელიც 2019 წელს ტაფის ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს.

როგორც უკვე ცნობილია, მისი პროცესი რამდენიმე კვირის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქალმა დაწყებამდე შამპუნი დალია და დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია სასჭირდა.

მან ამ ყველაფერს თავი მხოლოდ დროებით აარიდა, ახლა კი საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება მოუწევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალმა მოხუცი მამამთილი მოკვლის შემდეგ კიბეზე დააგორა, რათა ყველას ჰგონებოდა, რომ შემთხვევით მოხდა და დაცემას ემსხვერპლა.

ირკვევა, რომ მათ შორის უთანხმოება დიდი ხნის მანძილზე არსებობდა, რადგან ქალს ქმარმა დაუტოვა საცხოვრებელი. ეს ფაქტი მამამთილს არ მოსწონდა და მუდმივად აწუხებდა ყოფილ რძალს. ეს ყველაფერი კი, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა.

დადასტურებული ინფორმაციით, 55 წლის ქალი პენსიაზე გასული მასწავლებელია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებს.

 

onalem

ტესტ