fbpx
საზოგადოება

ბერძენმა კაცმა საკუთარი ცოლი შუა გზაში მანქანიდან გადააგდო – ფოტოები ადგილიდან

უპრეცენდენტო შემთხვევა თესალონიკში გუშინ შუადღით მოხდა, თანაც, ქალაქის ცენტრში, არისტოტელუს მოედანთან. თვითმხილველთა თქმით, მანქანა ჩვეულებრივ მიდიოდა, თუმცა, რამდენიმე წამში იქიდან ქალი გადმოვარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობებით, ოჯახი ერთად მგზავრობდა, მამაკაცმა კი საკუთარი შვილების თვალწინ, ცოლი მანქანიდან გადააგდო.

გამვლელები ქალის დასახმარებლად გაიქცნენ, რადგან ის დარტყმისგან დაშავებული იყო. რამდენიმე წუთში კი. სასწრაფო დახმარების მანქანით პაპაგეორგიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუსტად ერთი საათის შემდეგ პოლიციამ მის ქმარს მიაგნო და განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი ღამის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ