fbpx
კრიმინალი

ათენი: სახლში ფულს ვერ პოულობდნენ და ამის გამო ქალი სასტიკად სცემეს

ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ ყოფილი მოსამართლეა, ინციდენტი კი, ათენში, ნეოს კოსმოსში მდებარე კორპუსში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შუაღამით მოხუცის სახლში ორი მძარცველი შეიჭრა. ისინი აივნის საშუალებით შევიდნენ, სადაც, როგორღაც შეუმჩნევლად აძვრნენ.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, მათ აივნის კარი გატეხეს და სახლში მაშინ შევიდნენ, როცა 84 წლის ქალი და მისი 90 წლის მეუღლე იქ იმყოფებოდნენ.

ორმა დამნაშავემ სახლის ჩხრეკა დაიწყო და მას შემდეგ, რაც ვერაფერი იპოვეს, ორი საათის მანძილზე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოხუც ქალს, რომ ეთქმევინებინათ, თუ სად ინახავდა თანხას.

ქალს სერიოზული დაზიანებები აქვს სახესა და კიდურებზე, სახლი კი მთლიანად არეულია.

იხილეთ ფოტოები:

onalem

ტესტ