fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია რეთიმნოში: გარდაცვლილია 50 წლის მამაკაცი, 20 წლის ბიჭი კი შოკურ მდგომარეობაშია

კრეტაზე, რეთიმნოს პატარა ნავსადგურის ერთ-ერთ კლდოვან სანაპიროზე 50 წლის მამაკაცმა და 20 წლის ბიჭმა ცურვა გადაწყვიტეს. დაახლოებით 14:50 საათზე ისინი წყალში შევიდნენ.

რამდენიმე წუთში პორტის ხელმძღვანელობამ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას შეატყობინა, რომ ხედავდნენ ბიჭს, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული და შოკურ მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს, ის ტალღებს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა და კლდეს რამდენჯერმე ძლიერად შეასკდა.

საბოლოოდ ნაპირზე გამოსვლა მოახერხა. ბიჭს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და რეთიმნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მან განაცხადა, რომ წყალში მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო. თუმცა, მასთან კონტაქტი დაკარგა და არ იცოდა, სად იყო იმ დროისთვის.

პორტის თანამშრომლები მაშინვე გააქტიურდნენ და ადგილზე გაჩნდა სახანძრო ბრიგადაც. კლდესთან მიახლოვება, ძლიერი დინების გამო, ძალიან რთული იყო. საბოლოოდ, როდესაც მამაკაცის სხეულამდე მიაღწიეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც გაირკვა, ტალღებს 2 საათის მანძილზე ებრძოდა.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, რათა გაირკვეს, თუ რა მოხდა ზუსტად აღნიშნულ ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ