fbpx
საზოგადოება

ლეფტერის პადაზი საავადმყოფოში – უბედური შემთხვევა რესტორანში

ცნობილი ბერძენი მომღერალი, ლეფტერი პადაზი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც რესტორანში სადილობისას ინციდენტი შეემთხვა.

ირკვევა, რომ პადაზი გლიფადაში მდებარე ერთ-ერთ სუში-ბარში მეგობრებთან ერთად სადილობდა, როდესაც ტელეფონმა დაურეკა. მას უნდოდა მაგიდიდან ამდგარიყო, რათა ტელეფონისთვის ეპასუხა, მაგრამ ამ დროს მისი სკამი უკან გადავარდა და მომღერალმა თავი უკან მდგომ სკამზე დაარტყა.

პადაზი დაუყოვნებლივ ნიკეას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავზე ნაკერების დადება დასჭირდა. როგორც თავად ამბობს, მას მოეთხოვება, რომ სახლში იყოს რამდენიმე დღის მანძილზე, რადგან რეაბილიტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

ექიმების განცხადებით, მომღერალი რომ მიწაზე დაცემულიყო მისი დაზიანებები გაცილებით სერიოზული იქნებოდა.

 

onalem

ტესტ