fbpx
საბერძნეთი

30.300 ევროიანი ჯარიმა ბერძენ მამაკაცს ცხენისადმი სასტიკი მოპყრობისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, ირაკლიოდან, ცხოველთა დაცვის ასოციაციამ უჩივლა, რის შედეგადაც დიდი რაოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ირკვევა, რომ მისი ცხენი უკიდურეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, გაძვალტყავებული იპოვეს. იყო დაბმული, ფეხებზე აღენიშნება სასტიკი დაზიანებები და აშკარად ეტყობა, რომ საკმარისი რაოდენობის საკვებს არ იღებდა.

საბრალო ცხოველი პატრონს დაუყოვნებლივ მოაშორეს, რომელსაც 30.300 ევროიანი ჯარიმა დაეკისრა, მის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის.

ასოციაცია მოსახლეობას დახმარებას სთხოვს, რადგან ცხენს სჭირდება ვეტერინარი, საკვები, მედიკამენტები, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მათი განცხადებით, მამაკაცის ამგვარი დასჯა სამაგალითო უნდა იყოს, რათა ადამიანებმა ისწავლონ ცხოველის პატივისცემა.

 

onalem

ტესტ