fbpx
საბერძნეთი

უქმდება აკრძალვა გადაადგილებაზე, კაფეებში მუსიკა ბრუნდება – ყველაფერი, რაც ნიკოს ხარდალიასმა გამოაცხადა

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში შაბათიდან, 12 ივნისიდან, ცვლილებები შედის ძალაში.

როგორც ცნობილი გახდა, 12 ივნისიდან გადაადგილებაზე აკრძალვის საათები იცვლება, ნაცვლად 00:30 საათისა, დაიწყება 01:30 საათზე, ხოლო 1 ივლისიდან მსგავსი აკრძალვა საერთოდ გაუქმდება.

ამას გარდა, 12 ივნისიდან კაფეებსა და რესტორნებში დასაშვები იქნება მუსიკის ჩართვა, რაც აქამდე აკრძალული იყო.

12 ივნისიდან იზრდება კინოებსა და თეატრებში მაყურებელთა დასაშვები რაოდენობის ზღვარიც.

“კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უფლებას გვაძლევს, რომ ზომების მოხსნის კიდევ ერთ ეტაპზე გადავიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პადემია დასრულდა,” ხაზგასმით განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

onalem

ტესტ