fbpx
კატეგორიის გარეშე

ცნობილი სტილისტი, ნასოს კატრი სახლში გარდაცვლილი იპოვეს – წინა დღეს AstraZeneca გაიკეთა

ცნობილი სტილისტი, 32 წლის ნასოს კატრი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. ირკვევა, რომ მან გუშინწინ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა.

ექიმებს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ გამოუკვეთავთ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სტილისტი მეგობრებთან ერთად სავახშმოდ იყო გასული, შემდეგ სახლში დაბრუნდა, რომ დაესვენა.

მისი მეგობრის თქმით, კატრი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მუდმივად გული ერეოდა. ღებინებისას შენიშნეს, რომ არა მხოლოდ საკვები, არამედ სისხლიც იყო.

სტილისტის მეზობელი იმასაც ამბობს, რომ სახლიდან ყვირილის ხმა ესმოდა, თუმცა, არ უცდია ზარი დაერეკა, რადგან არ უნდოდა შეეწუხებინა.

კატრი ლაგონისში მდებარე ბინაში იპოვეს გარდაცვლილი მას შემდეგ, რაც ზარებს არ პასუხობდა, მისი ახლობლები შეწუხდნენ და მიაკითხეს.

სტილისტი მუშაობდა ხალკიდაში, მიკონოზე და ბოლოს ათენში, ჰქონდა საკმაოდ წარმატებული კარიერა.

onalem

ტესტ