fbpx
საზოგადოება

ათენში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, გაფიცული ტრანსპორტი, აქციები და საცობები

მასშტაბური გაფიცვების და აქციების ფონზე დღეს ათენში გადაადგილება განსაკუთრებით ჭირს. შექმნილია გრძელი საცობები, არ მუშაობს საჯარო ტრანსპორტის უმეტესობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობენ მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსები, დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, სხვა დანარჩენი ტრანსპორტის თანამშრომლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ.

საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილი იქნება ათენის ცენტრი და შესაბამისად, ეს გადაადგილებას კიდევ უფრო გაართულებს.

ტრანსპორტის გაფიცვა ეხება თესალონიკსაც, სადაც როგორც ცნობილი გახდა, არ მუშაობენ ავტობუსები და პარალელურად გაიმართება საპროტესტო აქცია.

დემონსტრაციები ეხება შრომის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ახალ კანონმდებლობას, რომელიც 8 საათიანი განრიგის გაუქმებას, ციფრული ბარათის შემოღებას და კიდევ რამდენიმე პუნქტს გულისხმობს. ამ ყველაფერს მთავრობა თანამშრომლებისთვის სასიკეთოდ, მაგრამ თავად დასაქმებულები მათ წინააღმდეგ მიმართულად თვლიან.

 

onalem

ტესტ