fbpx
საზოგადოება

“ჩემი ბრალია, ვერ მივუსწარი!” – გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა

გოგონა წყალს უყურებდა, კონტროლი დაკარგა და აუზში ჩავარდა. ყველაფერი სულ რამდენიმე წუთმა გადაწყვიტა. ეს 4 წლის კატერინაა, რომელიც გუშინ ღამით იმ სასტუმროს აუზში გარდაიცვალა, სადაც მისი დედა მუშაობდა.

ქალი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მომხდარს ვერ იჯერებს. ოჯახის წევრები და ნათესავები ღრმა მწუხარებაში არიან.

საშინელ ტრაგედიაში დედა საკუთარ თავს იდანაშაულებს და ამბობს, რომ გოგონას ვერ მიუსწრო.

შეგახსენებთ, რომ დამლაგებელი ქალი ნაქსოსზე მდებარე სასტუმროში მუშაობდა და შვილიც თან ჰყავდა. ბავშვი მისი მხედველობის არიდან სულ რამდენიმე წუთით გაუჩინარდა და საბოლოოდ დედამ საშინელი სურათი აღმოაჩინა, ბავშვის სხეული აუზზე მოტივტივე იპოვა.

ნაქსოსის საავადმყოფოში მიყვანილი გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

onalem

ტესტ