fbpx
საბერძნეთი

დღეიდან! ახალი აკრძალვა და 5.000 ევროიანი ჯარიმები საბერძნეთში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ღია, საჯარო სივრცეებში 100-სზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებას.

კანონი ძალაში იქნება 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, დილის 06:00 საათამდე, რაც გულისხმობს, რომ იკრძალება საპროტესტო აქციები, რომელსაც დაესწრება 100-სზე მეტი ადამიანი.

აღნიშნული სიახლის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი ჯარიმები:

  • 5.000 ევრო იურიდიულ პირებზე, რომლებიც მსგავს აქციებს ორგანიზებას გაუწევენ.
  • 3.000 ევრო მსგავსი აქციების მომწყობ ფიზიკურ პირებს.
  • 300 ევროიანი ჯარიმა აქციებში მონაწილე პირებს.

ამრიგად, დღეიდან ერთი კვირის მანძილზე მაქსიმალურად იკრძალება ხალხის დიდი რაოდენობის შეკრება ღია სივრცეებში, კანონდარღვევა კი ითვალისწინებს შესაბამის ჯარიმას.

 

onalem

ტესტ