fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი 17 წლის ბიჭი, რომელიც თანატოლებმა დაჭრეს

ათენში მომხდარი სასტიკი თავდასხმის შესახებ თავად მსხვერპლის დედა საუბრობს. 17 წლის ბიჭის დედა ჰყვება, რომ მის შვილს 30-მდე თანატოლი დაესხა თავს. მათთან იქამდე არანაირი უთანხმოება არ ჰქონია.

მოზარდს არგირუპოლში ფიზიკურად გასწორდნენ ბიჭები, რომლებიც ადგილზე გლიფადიდან მივიდნენ, იყვნენ შეიარაღებულები და ჰქონდათ გაძარცვის მოტივი.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენეს და ერთ-ერთი ჭრილობა საძილე არტერიიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, სიკვდილს სასწაულებრივად არის გადარჩენილი, რადგან დანა რომ ცოტა უფრო გვერდით მოხვედრილიყი, სიკვდილი იმწუთიერი იქნებოდა.

ცნობილი გახდა, რომ გაქცევისას დამნაშავეები კიდევ ერთ ბავშვს დაესხნენ თავს.

პოლიციამ ამ დრომდე მხოლოდ სამი მათგანი დააკვა.

onalem

ტესტ