fbpx
კრიმინალი

ცნობილი ბერძენი ექიმი საკუთარ კაბინეტში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ცნობილი ექიმი, რომელიც ატიკის რეგიონში მდებარე საჯარო საავადმყოფოში მუშაობდა.

ირკვევა, რომ 65 წლის მამაკაცი, რომელსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ კაბინეტშივე აიყვანეს, მას შემდეგ, რაც აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით ქრთამი, რომელიც მან საკუთარი პაციენტისგან აიღო.

მისი დანაშაულის შესახებ საჩივარი პოლიციაში რამდენიმე ხნით ადრე შევიდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ცნობილი ექიმი საავადმყოფოშივე დააკავა.

onalem

ტესტ