fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ავტობუსის მძღოლმა შენიშვნის გამო საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მგზავრს ემუქრებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკის ავტობუსში მოხდა, რომელიც “მაკედონიის” აეროპორტიდან იწყებს მარშრუტს.

მგზავრის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებს ავტობუსის მძღოლი მეორე მგზავრს, რომელმაც მას შენიშვნა მისცა, რომ გასვლა 10 წუთით დააგვიანა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მას საკუთარ თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, მგზავრს შეურაცხყოფდა და ცემითაც კი ემუქრებოდა.

onalem

ტესტ