fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთში 1 მაისიდან მინიმალური ხელფასი გაიზრდება, დაიკლებს პროდუქტების ფასები” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ უპრეცენდენტო სიტუაციასა და გლობალურ გეოპოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. ამავე დროს, განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყანაში ფასების დაწევაზე მუშაობს და განმარტა, თუ როდიდან მოიმატებს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვარი.

მიცოტაკის განცხადებით, საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელშიც ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ხელფასები, ხოლო “ზეწოლა” ძალიან მაღალია. ამის ფონზე, მთავრობამ უკვე მიიღო ზომები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის გადასახადების სუბსიდირებას, მოწყვლადი ოჯახების დახმარებას და 60 ლიტრი საწვავის სუბსიდირებას თვეში, ასევე, განხორციელდა ინტერვენციები ბიზნესებისა და ფერმერებისთვის.

“საკმარისია თუ არა ეს ზომები, ფასების ზრდასთან გასამკლავებლად?! გულწრფელად რომ გითხრათ, არა, არ არის საკმარისი. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის მთლიანად დაძლევა. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფერს მოსდევს სხვა ზომებიც. რა ზომებზეა საუბარი?! 1 მაისიდან საბერძნეთში მინიმალური ხელფასი გაიზრდება. რამდენი იქნება ეს თანხა, რიცხვებს არ გეტყვით, მაგრამ ზრდა არ იქნება პატარა, იქნება მნიშვნელოვანი. ინფლაციამ დღეს განსხვავებული პირობები შექმნა, გასულ ორ თვესთან შედარებით.

ჩვენ ჰორიზონტალურად არ შევამცირეთ საწვავის გადასახადის განაკვეთები, რადგან გვირჩევნია, რომ ზომები მიზნობრივი იყოს. მე მირჩევნია, რომ რესურსები მივმართო მათკენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რაც შეეხება ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალისხმევა მიმართული გვაქვს ელ.ენერგიის დაზოგვის პროგრამებზე, რაც საკმაოდ აქტიურად ხორციელდება. ეს პროგრამები ამცირებს საბოლოო გადასახადს შინამეურნეობაში, იცავს გარემოს და მხოლოდ და მხოლოდ სარგებელი შეიძლება მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკას,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ