fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი და კვიპროსი ევროპელთა “ზაფხულს” გადაარჩენენ” – გერმანული გაზეთი

მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროპული ქვეყნები აქტიურად განიხილავენ საბერძნეთის მიერ ურთულეს პერიოდში მიღწეულ წარმატებებს. ქვეყანა იმ ლიდერთა შორის არის, რომელთაც მომაკვდინებელ პანდემიას თითქმის სძლიეს და ახლა ეკონომიკური მდგომარეობის ამუშავებაზეც უნდა იფიქრონ. გერმანული გაზეთი, BILD, აღნიშნავს, რომ საბერძნეთი, კვიპროსთან ერთად, წლევანდელ ზაფხულს “გადაარჩენს”.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20.6% სწორედ ტურიზმზე მოდის, რაც უზრუნველყოფს 1 მილიონი ადამიანის დასაქმებას. საბერძნეთში ტურისტების მიღება სავარაუდოდ, 1 ივლისიდან დაიწყება.

BILD-თან საუბრისას თავად ხარის თეოხარისიც აცხადებს, რომ ტურისტული თვალსაზრისით გერმანელები ბერძნების საუკეთესო მეგობრები არიან.

ამრიგად, ამჟამინდელი ვარაუდით, საბერძნეთი და კვიპროსი ევროპელების უსაფრთხო დასვენებას უზრუნველყოფენ და მათ ზაფხულს “გადაარჩენენ”.

როგორც უკვე ცნობილია, მოქმედებაში შევა ე.წ. “ჯანმრთელობის პასპორტის” ქონის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთში გამომგზავრებამდე ტურისტმა აუცილებლად უნდა გაიკეთოს ტესტი კორონავირუსზე და წარმოადგინოს უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, მათ შეუმოწმებენ სხეულის ტემპერატურას ადგილზე.

onalem

ტესტ