fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცმა 70, 000 ევროს ძარცვის ინსცენირება მოაწყო

იოანინაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ბიზნესმენმა ძარცვის ინსცენირება მოაწყო, თითქოს მას სახლიდან ძვირფასეულობა და 70, 000 ევრო მოპარეს. ის პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ვიღაც ხის ხელკეტით თავს დაესხა და დაშავდა, სახლიდან კი დიდი რაოდენობის თანხა მოპარეს.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ 31 წლის კაცის მიერ მიცემული ჩვენება საეჭვო იყო და წინააღმდეგობებს შეიცავდა. დაკითხვის შემდეგ მან აღიარა, რომ ძარცვის ინსცენირება თავად მოაწყო და თანხა რეალურად აზარტულ თამაშებში წააგო.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული თანხა მისმა ნათესავებმა მოაგროვეს და ინვესტიციის სახით ბიზნესში ჩადეს (უძრავი ქონების ბიზნესი). მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია საქმე, ყალბი ჩვენების მიცემის საფუძველზე.

onalem

ტესტ