fbpx
საბერძნეთი

ინტენსიური აფრიკული მტვერი და 40 გრადუსი ათენში მომდევნო დღეებში

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთში აფრიკული მტვრის ინტენსივობის და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეებში ჰაერი 40 გრადუსამდეც კი გათბება, რაც მაისისთვის უჩვეულოა.

აფრიკის კონტინენტიდან სამხრეთ ევროპაში ქარების საშუალებით გადმოიტანება მტვრის დიდი რაოდენობა, რაც პარალელურად გამოიწვევს ტემპერატურის მატებასაც.

მტვერი განსაკუთრებით ინტენსიური იქნება საბერძნეთში და მისი გავრცელების არეალი მოცემულია ვიდეოში. ის ატმოსფეროში გაჩერდება 11 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

meteo.gr-ის პროგნოზით, პარასკევს დაფიქსირდება 37 გრადუსი, ხოლო შაბათს შუადღეს ათენის ცენტრში თერმომეტრი 40 გრადუსს აჩვენებს.

onalem

ტესტ