fbpx
საბერძნეთი

კარანტინის გაგრძელება, გეგმა B – რა ზომებს განიხილავს საბერძნეთის მთავრობა იმისთვის, რომ იტალიას არ დავემსგავსოთ

გამოიჩენენ თუ არა მოქალაქეები პასუხისმგებლობას, დაემორჩილებიან თუ არა მიღებულ ზომებსა და აკრძალვებს – ეს ის ყველაფერია, რაც მთავრობას აჩვენებს, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ მომდევნო ეტაპზე.

“საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ომში ვართ და სიტუაცია არის დრამატული,” აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები.

აქედან გამომდინარე, კირიაკოს მიცოტაკი მუშაობს გეგმა B-ზე, რომელიც განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ დრომდე მიღებულმა ზომებმა არ იმუშავა და საჭირო გახდება დამატებითი ჩარება, რომ საბერძნეთი იტალიას არ დაემსგავსოს.

რას მოიაზრებს გეგმა B?!

  • გადაადგილების აკრძლვის მარტის მოდელი.
  • სახლიდან მომუშავეთა რაოდენობის გაზრდას 50%-დან 70-%-მდე.
  • დაწყებითი სკოლებისა და ბაღების დახურვას მინიმუმ პირველი ორი კვირის მანძილზე.
  • კარანტინის გაგრძელება 30 ნოემბრის შემდეგაც.

ყველაფერი ეს ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუკი შემდეგი კვირის ბოლოსთვის მაინც სიტუაცია არ დასტაბილურდება.  მაგალითად, ისრაელმა ეტაპობრივად მოხსნა ზომები მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი 500-მდე დაეცა. იგივე მონაცემები უნდა იყოს საბერძნეთშიც, რომ კარანტინი მოიხსნას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, როდესაც სისტემაზე ამხელა ზეწოლა ხორციელდება, მთავრობა მაგიდაზე დებს “აკორდეონის” მეთოდს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ცოტა ხნით გახსნას, შემდეგ ისევ დახურვას და ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს განმეორებადი.

 

onalem

ტესტ