fbpx
საბერძნეთი

“შავი პროგნოზები გამართლდა, მომდევნო დღეებში რიცხვები არ შემცირდება” – ანასტასია კოტანიდუ

პნევმოლოგმა და ინტენსიური თერაპიის სპეციალისტმა, ანასტასია კოტანიდუმ ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში ექსპერტები არ ელოდებიან ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას.

“სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვირუსი ძალიან მარტივად გადაეცემა ერთიდან მეორეს. შავი პროგნოზები, რომლებსაც აკეთებდნენ პროფესორები, გამართლდა. რამდენიმე დღის წინ ძალიან შორეული ჩანდა 3.000-4.000 ინფიცირებული ყოველდღე, მაგრამ ახლა ეს რეალობაა.

ინფიცირებულთა რაოდენობა იქნება ამ დონეზე ყოველდღიურად, ეს რიცხვები მომდევნო დღეებში არ შემცირდება. ცოტა უფრო მოგვიანებით თუ ვნახეთ რაიმე ცვლილება, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთადერთი ნათელი წერტილი სიბნელეში ახლა არის ვაქცინა. ეს არის იმედი და მანამდე ზომების მკაცრი დაცვა,” აცხადებს კოტანიდუ.

პნევმოლოგის თქმით, საწოლების გარდა, ექიმების დეფიციტია თესალონიკში, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ პაციენტებს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ამგზავრებენ, რადგან ადგილები არ არის, ჩვენ ძალიან იღბლიანები ვიქნებით, თუ პაციენტს გადავიყვანთ ერთი ქალაქიდან მეორეში და არა ქვეყნიდან ქვეყანაში.”

onalem

ტესტ