fbpx
საზოგადოება

რა იცვლება დღეიდან საბერძნეთში – შეზღუდვები და ცვლილებები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ!

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან საბერძნეთში ახალი ზომები შედის ძალაში. ცვლილებები ეხება გადაადგილების აკრძალვას, სუპერმარკეტების მუშაობის განრიგსა და საკვებისა და სასმლის წაღების სერვისს.

კერძოდ, პირველი რაც უნდა ვიცოდეთ არის, რომ გადაადგილება დღეიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ:

  • სამსახურის მიზეზით
  • ჯანმრთელობის სერიოზული მიზეზით
  • შინაური ცხოველის გარეთ გაყვანის საჭიროების შემთხვევაში

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს კარანტინი იყო გარდაუვალი და არის მცდელობა, რომ სადღესასწაულო პერიოდის გატარება მოსახლეობამ გაცილებით მშვიდად შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საათებში გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ორი კოდით, 1 და 6, ასევე, სამსახურიდან ცნობის ქონის შემთხვევაში.

რაც შეეხება მიტანის და წაღების სერვისს:

მიტანის სერვისი, იგივე დელივერი, 21:00 საათიდან 05:00 საათის პერიოდში იმუშავებს შეუფერხებლად, ხოლო წაღების სერვისი, ანუ თავად რომ მიბრძანდეთ საკვების ან სასმლის წამოსაღებად, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო შემდეგ დაჯარიმდებით 300 ევროთი.

ამასთანავე, სუპერმარკეტები დღესაც იმუშავებენ 21:00 საათამდე, ხოლო ორშაბათიდან, 16 ნოემბრიდან, დაიკეტებიან 20:30 საათამდე.

პარალელურად, იკრძალება ნადირობა და თევზაობა.

onalem

ტესტ