fbpx
საზოგადოება

როგორ ცდილობდა ბერძენი კაცი ემიგრანტი ცოლის ბერძენად გასაღებას, რათა მშობიარობის 1000 ევრო დაეზოგა

ქსანთის სამშობიაროს ექიმები და მიმღების თანამშრომლები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც იქ ბერძენმა მამაკაცმა მეუღლე სამშობიარო ტკივილებით შეიყვანა, ხოლო შესასვლელში ქალის პირადობის ყალბი მოწმობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგივე მონაცემების მქონე ქალმა ამ წლის იანვარში იმშობიარა, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის ინტერვალით მას მეორე ბავშვი გაეჩინა.

მიმღების თანამშრომლებმა სიტუაცია კარგად გაარკვიეს და როგორც იუწყებიან, საქმე თაღლითობასთან ჰქონდათ. ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი ბულგარელი ცოლის ბერძენად გასაღება სცადა, რადგან მას დაზღვევა არ ეკუთვნოდა და ამ გზით 1.000 ევროს დაზოგვას ცდილობდა, რომელიც მშობიარობაში უნდა გადაეხადა. სწორედ ამიტომ იქ თავისი დის პირადობის მოწმობა დატოვა, თუმცა, სავარაუდოდ, ვერ გათვალა, რომ მონაცემებს გადაამოწმებდნენ.

საბოლოოდ, მამაკაცს 1.000 ევროს დაზოგვის ჩანაფიქრი ჩაეშალა, თუმცა, მისი ცოლ-შვილი თავს კარგად გრძნობს.

onalem

ტესტ