fbpx
კრიმინალი

ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი პატიმარი ციხიდან გაიქცა – პოლიციის მობილიზაცია გერმანიაში

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გერმანიის ციხიდან გაიქცა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.

“გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაქცევა მოახდინა საქართველოს მოქალაქემ. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

onalem

ტესტ