fbpx
საზოგადოება

ორიდან ერთ ბერძენს დასასვენებლად წასვლა 1 კვირითაც არ შეუძლია

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ტურისტებისთვის, მთელი მსოფლიოდან, ერთ-ერთი პირველი დანიშნულების ადგილია, გამოკითხვა აჩვენებს, რომ თავად ბერძნების ნაწილს საკუთარი კუნძულების მონახულებაც არ შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, ორიდან ერთი ბერძენი ამბობს, რომ არ აქვს საშუალება 1 კვირით მაინც წავიდეს დასასვენებლად იმ ქალაქიდან თუ სოფლიდან, სადაც ცხოვრობს.

ოფიციალური სტატისტიკით ასეთი ბერძნების რაოდენობა 51%-ს უდრიდა 2018 წელს.

მიუხედავად ამისა, 2018 წელი მაინც პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება, წინა წლებთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.

onalem

ტესტ