fbpx
საზოგადოება

საზარელი ავარია საბერძნეთში: გარდაცვლილია 18 თვის ჩვილი, დაკავებულია 26 წლის მამაკაცი

უყურადღებობის ფონზე ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დაკავებულია 26 წლის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი ავარია გუშინ ღამით, პირგოსი-პატრას გზატკეცილზე მოხდა. მანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, მეორე მანქანას შეეჯახა, სადაც ისხდნენ ცოლ-ქმარი და მათი რამდენიმე თვის ჩვილი.

შეჯახების შედეგად 18 თვის ბავშვმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო 35 წლის მამაკაცი და მისი მეუღლე გადარჩნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ამალიადას საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

არსებული ცნობებით, ავარია გამოიწვია 26 წლის მამაკაცმა, რის გამოც მას, გაუფრთხილებლობით, სხვისი სიცოცხლის მოსპობას ედავებიან.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან:

onalem

ტესტ