fbpx
საზოგადოება

82 წლის ბერძენი მამაკაცი ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა

ასაკი რომ მხოლოდ რიცხვებია ნიკოს კარიდისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენმა მამაკაცმა ეროვნული გამოცდები გაიარა და 82 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტის მერხს მისჯდომოდა.

დაუჯერებელია, მაგრამ მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და არისტოტლეს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ნიკოს კარისისი კერკირადან არის და ჰყვება, რომ ომის პერიოდში ოჯახს ძალიან უჭირდა. გაიზარდა სიღარიბეში და სკოლაში კარგად სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მოსწავლე იყო, მუშაობა ადრეული ასაკიდან მოუწია და ფიზიკურად ვერ შეძლო, რომ სწავლა გაეგრძელებინა.

“ეს იყო ჩემი დიდი ოცნება და დიდი ვნება. 1950 წელს დავამთავრე სკოლა და კუნძულიდან პირეაზე წავედით, რადგან საჭმელიც კი არ გვქონდა. კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი.

ორი შვილის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ. ჩემი 50 წლის ვაჟი ფიზიკის პროფესორია. მეორე ვაჟი კი 32 წლის არის.”

კარიდისმა 20 წლის წინ საკუთარ თავზე აიღო მაროკოელ ბავშვზე მზრუნველობა და ახლა ის უკვე 32 წლის არის. “მე ის საკუთარი ვაჟივით მიყვარს და არასოდეს განმისხვავებია ოჯახის სხვა წევრებისგან” – ამბობს მამაკაცი.

 

onalem

ტესტ