fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში კანონის დარღვევის უფლება არავის მიეცემა” – მიხალის ხრისოხოიდის მკაცრი მესიჯი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა მკაფიო განცხადებები გააკეთა მიტილინზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“არავის მიეცემა საბერძნეთში კანონის დარღვევის უფლება. იქნება სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც იმიგრანტებს ხელს უშლის ახალ სტრუქტურებში შესვლაში. მაქვს ინფორმაცია, რომ არის ავღანელთა ჯგუფი, რომელიც აყოვნებს და ხელს უშლის სხვა იმიგრანტებს, რომ ახალი სტრუქტურებისკენ გადაადგილდნენ.

საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც იმართება კანონის უზენაესობით და სადაც უსაფრთხოება უპირველესი საზრუნავია. უსაფრთხოება აუცილებელია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე იმიგრანტებისთვის, რომლებიც ქუჩაში არიან დარჩენილები, განსაკუთრებით, ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.” განაცხადა მინისტრმა.

როგორც უკვე ცნობილია, ლესვოსზე, მორიას ბანაკის დაწვის შედეგად, ათასობით იმიგრანტი დარჩა ქუჩაში და მათი ნაწილი უარს ამბობს ახალ სტრუქტურებში გადასვლასა და “მეორე მორიას” დაარსებაზე. მათი მოთხოვნაა ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლის უფლების მოპოვება.

მიგრაციის პოლიტიკის მინისტრი, ნოტის მიტარაკისი აცხადებს, რომ იმიგრანტების ნაწილის ახალ სტრუქტურებში გადაყვანა მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს.

onalem

ტესტ