fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინას პირველი მე და ჩემი ოჯახი გავიკეთებთ” – კირიაკოს მიცოტაკის განცხადება

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ დღეს მკაცრი მესიჯი გააგზავნა მათი მიმართულებით, ვინც სამომავლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს და ასევე მათი, ვისაც სჯერა კონსპირაციული თეორიების, რომელთა მიხედვითაც Covid-19 არ არსებობს.

მიცოტაკიმ განაცხადა, რომ ვაქცინა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხოდ და თუ საჭირო გახდა, სიმბოლური მიზეზით, მისი ოჯახი იქნება პირველი, ვინც საბერძნეთში ვაქცინას გაიკეთებს.

პრემიერმა ამასთან დაკავშირებოთ მრავლობით რიცხვში ისაუბრა ანუ, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე სახის ვაქცინა.

“საბერძნეთი ვაქცინის შეძენის მხრივ მოწინავე პოზიციებზე იმყოფება, ხოლო მოსახლეობისთის ის იქნება სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი. პრობლემატური საკითხია, ბერძნები დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. სწორედ ამიტომ, თუ საჭირო გახდა, სიმბოლური მიზეზით, მე და ჩემი ოჯახი პირველები ვიქნებით და დიდი სიხარულით გავიკეთებთ ვაქცინას.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული ვაქცინების უსაფრთხოებაში და იქნება ისეთივე უვნებელი, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ის, უბრალოდ, აუცილებელია.

ვვარაუდობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს მინიმუმ 6 თვე, ვიდრე ვაქცინა ხელში გვექნება, თუმცა, შეიძლება იყოს გარკვეული შეყოვნება. მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობასთან მიმართებაში,” განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.

onalem

ტესტ