fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ალექსის ციპრასმა ექიმებს ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, ექიმებს წარმატებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ცნობილია, მან თიაქრის ოპერაცია გაიკეთა.

”განსაკუთრებული მადლობა მინა ვუთხრა ექიმებსა და ექთნებს, რომლებმაც სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულებულიყო,” წერს ციპრასი თავისი სოციალური ქსელის გვერდზე.

მან ასევე ცალკე განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ საჯარო საავადმყოფოები ჩვენს განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებენ, ვინაიდან, აქ ყველაზე შრომისმოყვარე და დაუღალავი პერსონალი მუშაობს.

ციპრასის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია დაგეგმილი იყო.

onalem

ტესტ