fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: სტუდენტს მენეჯერმა ადუღებული ზეთი გადაასხა

სასტიკი მოპყრობის შესახებ 19 წლის სტუდენტი იუწყება, რომელიც კუნძულ კორფუზე ერთ-ერთ რესტორანში პრაქტიკას გადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კულინარიული კურსების სტუდენტის მიმართ რესტორნის მენეჯერი მუდმივად ავლენდა ფიზიკური თუ ვერბალური შეურაცხყოფის ფორმებს.

როგორც ბიჭი ამბობს, ივლისის თვეში მენეჯერმა ხელებზე ადუღებული ზეთი გადაასხა, რის შედეგადაც სერიოზული დამწვრობები მიიღო. გარდა, ამისა მას რამდენჯერმე დაარტყა და ფეხიც დაუზიანა.

მიზეზი, რის გამოც გარშემომყოფები და სხვა თანამშრომლები ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ, ის არის, რომ მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. მიუხედავად ამისა, თავად 19 წლის ბიჭმა, რომელიც კულინარიის გარდა, ტურიზმის ფაკულტეტზეც სწავლობს, კუნძულის პროკურატურაში იჩივლა და მენეჯერის წინააღმდეგ კანონის ძალით იმოქმედებს.

onalem

ტესტ