fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 27 წლის ბიზნესმენმა ფეისბუქზე “ბოდიში” დაწერა და დიდი სიმაღლიდან გადმოხტა

გუშინ, კუნძულ კრეტაზე 27 წლის მამაკაცი არქეოლოგიურ ტერიტორიაზე დიდი სიმაღლიდან გადმოხტა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ირაკლიოში ცნობილი ბიზმესმენი იყო და სიცოცხლის დასრულებამდე, ფეისბუქზე “ბოდიში” დაწერა, ხოლო შემდეგ კიდიდან გადახტა.

ინციდენტი დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, 27 წლის პანაიოტი თავის ბოლო პოსტში, ბოდიშთან ერთად, ხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა და მის მეგობრებს სთხოვს, რომ მის დაკრძალვაზე მივიდნენ. ბოდიში კი იმ ტკივილისთვის მოიხადა, რომელსაც ოჯახს და ახლობლებს გარდაცვალებით მიაყენა. თუმცა, პოსტის ზუსტი შინაარსი უცნობია.

ამის დაწერის შემდეგ წავიდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ადგილიდან გადმოხტა. ეს კი სწორედ იქ მდებარეობს, სადაც მათი ოჯახური ბიზნეს-დაწესებულებაა განთავსებული და მისმა დედ-მამამ და ძმამ ხმაური მალევე გაიგეს. ადგილზე მისულებმა კი საკუთარი შვილი იპოვეს…

თვითმხილველებს უჭირთ სიტყვებით გადმოცემა, თუ რა სიმძიმის ტრაგედია დატრიალდა ირაკლიოში.

ახალგაზრდას არ ეტყობოდა, რომ რაიმე უჭირდა, ვერავინ შენიშნა, რომ ის ამ დონემდე იყო მისული და სწორედ გუშინ, ვიდრე თავს მოიკლავდა, მეგობრებთან ერთად ყავას მიირთმევდა, შემდეგ კი უთხრა, რომ სამსახურში უნდა წასულიყო, მაგრამ უკან მალე დაბრუნებოდა, მაგრამ ის იმ ადგილას წავიდა, სადაც სუიციდი ჩაიდინა.

არსებული ვარაუდით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით გოგონასთან დაშორების გამო დაასრულა, რადგან ძალიან უყვარდა და მის გარეშე გაძლება უჭირდა.

პანაიოტის აქამდე არასოდეს ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემები ან დეპრესია, ის კუნძულზე ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი იყო.

onalem

ტესტ