fbpx
საზოგადოება

ავსტრალიელი ბიჭი, რომელმაც ცხოვრება აჭარის მაღალმთიან სოფელში გადაწყვიტა

ავსტრალიელი ბიჭის დილა აჭარის პატარა სოფელში თოხით და სიმღერით იწყება… ლოიდ ოჰანლონი საქართველოში 2014 წელს შორეული კონტინენტიდან ჩავიდა და ჯერ მხოლოდ 26 წლის არის. ამ წლებთან ერთად ქართულიც შეისწავლა და ეს ყველაფერი სიმღერებიდან დაიწყო. ამბობს, რომ აჭარაში უნიკალური აქცენტი აქვთ.

ლოიდი წელიწადის ნახევარს ავსტრალიაში, მელბურნში ატარებს, მეორე ნახევარს კი საქართველოს კუთხეების აღმოჩენას უძღვნის, თუმცა, აჭარა მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

ყოფილი დრამერისთვის ქართული სიმღერის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

onalem

ტესტ