fbpx
კრიმინალი

33 წლის ემიგრანტი ქალი შვილებთან ერთად თესალონიკში ერთ-ერთ ბინაში თვეების მანძილზე იყო გამომწყვდეული

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 34 წლის მამაკაცი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. ის 33 წლის ქალს საბერძნეთში ჩამოსვლაში დაეხმარა და ჰპირდებოდა, რომ თავშესაფრის საბუთის აღებაშიც შეუწყობდა ხელს, თუმცა, ამ ყველაფრის ნაცვლად, ახალგაზრდა ემიგრანტი ორ შვილთან ერთად თესალონიკში მდებარე ბინაში გამომწყვდეული აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცს ისინი ბოლო თვეების მანძილზე ჰყავდა დამწყვდეული და არსად წასვლის ნებას არ აძლევდა. პოლიციის ცნობით, ის 33 წლის ქალის გაუპატიურებაშიც არის ბრალდებული.

ემიგრანტი ქალი საბერძნეთში ერაყიდან, თავშესაფრის საბუთის ასაღებად და შვილების უკეთესი მომავლისთვის ჩამოვიდა, თუმცა, ამით ბოროტად ისარგებლა სწორედ იმან, ვინც ქვეყანაში მდინარე ევროსის გზით შემოიყვანა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მცირეწლოვან ბავშვებსაც.

ქალი შვილებთან ერთად საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, მამაკაცი კი რამდენიმე ბრალდებით უმკაცრესი სასჯელით დაისჯება.

 

onalem

ტესტ