fbpx
კრიმინალი

რა ითხოვა ანაგნოსტოპულომ საკუთარ ძმას გუშინ, რომელმაც საკანში პირველმა მოინახულა?!

32 წლის ხარალამბოს ანაგნოსტოპულო ΓΑΔΑ-ს მე-7 სართულზე, განცალკევებულ საკანში იმყოფება და როგორც ბერძნული მედია იუწყება, მან გუშინ, შაბათს, პირველი ვიზიტორი მიიღო. ის საკუთარმა ძმამ მოინახულა, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია მომხდარით და კუნძულ ალონისოზე კაროლაინის დედის გვერდით იდგა მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა.

ცნობილი გახდა, რომ თავისმა ძმამ ანაგნოსტოპულოს ტანსაცმელი და წიგნი, “ყველაფრის წარმოშობა”, მიუტანა. ეს იყო ერთადერთი ნივთი, რომელიც ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა მისგან ითხოვა.

ეს არის წიგნი ამქვეყნად ყველაფრის წარმოშობის შესახებ: ვარსკვლავები, გალაქტიკა, ზღვა, ატომოსფერო, ცივილიზაცია. ფაქტობრივად, დიდი აფეთქებიდან დღევანდელ ცივილიზაციამდე.

პოლიცია გაოგნებულია იმ უემოციობითა და სიმტკიცით, რომელსაც ანაგნოსტოპულო ამ დრომდე ავლენს. აღსანიშნავია, რომ ის მოინახულეს მისმა ადვოკატებმაც.

onalem

ტესტ